ევროკავშირის საბჭო ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბრალიზაციის პროცესების დროულად დასრულების მნიშვნელობას. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ ერთობლივ განცხადებაში. შესაბამისი დოკუმენტი ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვენდა.
“საბჭო აღიარებს, რომ მობილურობა და ადამიანებს შორის კონტაქტები ევროკავშირის წევრებისა და პარტნიორი ქვეყნების საზოგადოებებს აახლოებს. საბჭო აღნიშნავს, რომ მოქალაქეების მობილობა უსაფრთხო და კარგად-მართვად გარემოში რჩება აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავარ ქვაკუთხედად. საბჭო ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის ვიზელიბარალიზეციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის დროული დასრულების მნიშვნელობას”, - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ბრიუსელში გამართული შეხვედრის დასასრულს მიღებულ განცხადებაში.
ამასთან, საბჭო იმედოვნებს, რომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის დიალოგი მალე დაიწყება.