ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა "აღმოსავლეთ პარტნიორობასთან" დაკავშირებით ერთობლივი განცხადება მიიღეს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა "აღმოსავლეთ პარტნიორობასთან" დაკავშირებით ერთობლივი განცხადება მიიღეს. შესაბამისი დოკუმენტი ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როოგრც განცხადებაშია ნათქვამი, საბჭო ადასტურებს, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობა", როგორც ევროპის სამეოზბლო პოლიტიკის  განსაკუთრებულ განზომილებას, დიდი  მნიშვნელობა ენიჭება. საბჭო აღნიშნავს, რომ "აღმოსაველთ პარტნიორობა" დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლისადმი, ფუნდამენტური ღირებულებებისადმი საერთო ერთგულებაზე.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო მიესალმება საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ასოცირების შეთაბხმების განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს, რაც ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებას უზრუნველყოფს.

ევროკავშირის საბჭო ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბრალიზაციის პროცესების დროულად დასრულების მნიშვნელობას.

“საბჭო აღიარებს, რომ მობილურობა და ადამიანებს შორის კონტაქტები ევროკავშირის წევრებისა და პარტნიორი ქვეყნების საზოგადოებებს აახლოებს. საბჭო აღნიშნავს, რომ მოქალაქეების მობილობა უსაფრთხო და კარგად-მართვად გარემოში რჩება აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავარ ქვაკუთხედად. საბჭო ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის ვიზელიბარალიზეციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის დროული დასრულების მნიშვნელობას”, - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ბრიუსელში გამართული შეხვედრის დასასრულს მიღებულ განცხადებაში.

ამასთან, საბჭო იმედოვნებს, რომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის დიალოგი მალე დაიწყება.

ევროკავშირის საბჭო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებს მოუწოდებს   რეგიონში ასრებული კონფლიქტების მშვუდოაბიანი გზით დარეგულირებისკენ საერთაშორისო სამართლის პრინციპებსია და ნორმების საფუძველზე.

“კონფლიქტეს დარეგულირება, ნდობის გამყარება და კეთილმეზობლური ურთიერთობები უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, სოციალური განვითარებისთვის და თანამშროლობისთვის. ევროკავშირი რჩება ყველა პარტნიორის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი”, - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი 2017 წლის ნოემბერში, ბრიუსელში გაიმართება.

"აღმოსავლეთ პარტნიორობა" არის ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის პროგრამა, რომლის მონაწილეები არიან საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, სომხეთის და აზერბაიჯანი.