იგორ დოდონის გამარჯვება რუსეთისა და მოლდოვას ურთიერთობებს გააუმჯობესებს

იგორ დოდონის გამარჯვება რუსეთისა და მოლდოვას ურთიერთობებს გააუმჯობესებს

საპრეზიდენტო არჩევნებზე მოლდოვის სოციალისტური პარტიის ლიდერის, იგორ დოდონის გამარჯვებამ შეიძლება გააფართოოს მოსკოვსა და კიშინოვს შორის ურთიერთობების გაჯანსაღების შესაძლებლობები, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.

„დოდონის გამარჯვება ნიშნავს, რომ ურთიერთობების გაუმჯობესების და ნორმალიზების შესაძლებლობები ფართოვდება“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას.

იგორ დოდონის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა იონ ჩებანმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ პრეზიდენტის რანგში სოციალისტების პარტიის ლიდერი პირველ საგარეო ვიზიტს მოსკოვში განახორციელებს. „თუ ასეთი ვიზიტი შედგება, ჩვენ მას მოვამზადებთ, თუ რა თემები შეიძლება განვიხილოთ. მაგრამ წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს“, - აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.