ანალიტიკოსი ბორის აჟეგანოვი:  საქართველომ უზრუნველყო დემოკრატია, ახლა კი ბრიუსელის ჯერია შეასრულოს თავისი ვალდებულებები

ანალიტიკოსი ბორის აჟეგანოვი: საქართველომ უზრუნველყო დემოკრატია, ახლა კი ბრიუსელის ჯერია შეასრულოს თავისი ვალდებულებები

საქართველომ უზრუნველყო დემოკრატია, ახლა კი ბრიუსელის ჯერია შეასრულოს თავისი ვალდებულებები, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ბორის აჟეგანოვი europenext-ის საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. მასში ასევე აღნიშნულია, რომ თუ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ერთგვარი ტესტი იყო ქვეყნის დემოკრატიზაციისადმი ერთგულების გამოსაჩენად, მან ეს გამოცდა ფრიადზე ჩააბარა.

„ამ არჩევნებმა გამოცადეს ევროპეიზაციის ჩარჩოები ზემოდან, თუმცა ასევე მოახდინეს ევროპეიზაციის დამაჯერებელი დემონსტრირება ქვემოდან. ქართველებმა კიდევ ერთხელ მოახდინეს თავიანთი პროდასავლური მთავრობის მანდატის ლეგიტიმაცია. შედეგად, საქართველომ გააძლიერა თავისი პოზიცია, როგორც ევროკავშირის ჭეშმარიტ და სანდო პარტნიორმა. საქართველოს საზოგადოება და ინსტიტუტები კვლავაც ამტკიცებენ, რომ გააჩნიათ მტკიცე შესაძლებლობები რეფორმების კუთხით. ახლა კი ბრიუსელის ჯერია შეასრულოს თავისი ვალდებულებები, - წერს ანალიტიკოსი ბორის აჟეგანოვი europenext-ის საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, დემოკრატიის განვითარების კუთხით საქართველო აშკარად ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში. თუმცა Freedom House-ის რეიტინგით ის „ნაწილობრივ თავისუფალია“, საქართველო საუკეთესო შემსრულებელია რეგიონში, თუმცა რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები კანონის უზენაესობის კუთხით. საქართველომ ააშენა ინსტიტუტები, რომელთა დეპოლიტიზაციას თანდათანობით ახდენს; ბაზარზე დამოკიდებული ეკონომიკა, რომელიც იზრდება; პოლიტიკური სისტემა, რომელიც პიროვნებების პოლიტიზირებული ბრძოლიდან საჭირბოროტო საკითხებზე ორიენტირებული პოლიტიკისკენ გადადის.

მიუხედავად მოსკოვის დაჟინებულობისა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების და ექსპორტზე დამოკიდებული ეკონომიკის ხელყოფისა, თბილისის ლიბერალური პოლიტიკა წარმატებულია ინვესტიციების მოზიდვის კუთხით როგორც ევროკავშირიდან, ასევე ჩინეთიდან.

საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშის შესაბამისად, 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები ზოგადად თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი იყო, ვიდრე ოდესმე ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში.

2016 წლის ოქტომბრის არჩევნებმა დაამტკიცეს, რომ ევროკავშირის პოლიტიკამ დემოკრატიის მხარდაჭერის კუთხდით ნაყოფი გამოიღო საქართველოში. ევროპული სამეზობლო პოლიტიკის „მეტი მეტისთვის“ პრინციპი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გაფართოება მიუთითებენ ევროკავშირს უფრო მტკიცე პარტნიორობის განვითარებაზე იმ მეზობლებთან, რომლებიც უფრო მეტ პროგრესს აღწევენ დემოკრატიული რეფორმების კუთხით.