თბილისში, გამწვანების საშემოდგომო ღონისძიებების ფარგლებში, ბაღებსა და სკვერებში სეზონური ყვავილები ირგვება.
160 000 ძირი „ვიოლა პენსი“ უკვე დაირგო რუსთაველის პროსპექტზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ვარკეთილის მასივში და განახლდა გმირთა მოედნის ესტაკადის ქოთნები. გამწვანების სამუშაოები, ამჟამად, მიმდინარეობს სააკაძის მოედანზე, დიღმის მასივში, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარედ და ორთაჭალაში - გულიას მოედანზე.
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური ნოემბრის ბოლომდე ექვსი სხვადასხვა ფერის 500 000 ძირ „ვიოლას“ დარგავს.