რუსეთის ფედერაციის საბჭო 16 ნოემბერს ოკუპირებულ აფხაზეთთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შესახებ შეთანხმებას განიხილავს

რუსეთის ფედერაციის საბჭო 16 ნოემბერს ოკუპირებულ აფხაზეთთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შესახებ შეთანხმებას განიხილავს

რუსეთის ფედერაციის საბჭო 16 ნოემბერს ოკუპირებულ აფხაზეთთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შესახებ შეთანხმებას განიხილავს, - იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.

ორშაბათს ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირებას.

შეთანხმებას 2015 წლის 21 ნოემბერს მოსკოვში მოეწერა ხელი. დოკუმენტი განსაზღვრავს რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების დანიშნულებას, ფორმირების წესს, განთავსებასა და გამოყენებას.

„შეთანხმების სრულად განხორციელება პასუხობს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს, ხელს შეუწყობს ორი სახელმწიფოს უსაფრთხოების გაძლიერებას და არ მოითხოვს დამატებით საბიუჯეტო ასიგნირებას ფედერალური ბიუჯეტიდან“, - ნათქვამია დოკუმენტში.