მოსკოვი სრულად მზად არის რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების აღდგენაზე მუშაობისთვის, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.
„რუსულ მხარეს გააჩნია მზაობა, დროის დაკარგვის გარეშე, დაიწყოს მუშაობა აშშ-სთან ურთიერთობების დღევანდელი მდგომარეობის გამოსწორების მიმართულებით, რომელიც კრიზისში და ჩიხში აღმოჩნდა წამავალი ადმინისტრაციის გამო“, - განაცხადა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის სხდომაზე სერგეი რიაბკოვმა, რომლის განცხადებასაც სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„ჩვენ შესაბამისად განვახორციელებთ მუშაობას უახლოეს პერიოდში“, - განაცხადა მაღალი რანგის დიპლომატმა.