კრემლში არ გამორიცხავენ, რომ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვდრა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე გაიმართოს

კრემლში არ გამორიცხავენ, რომ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვდრა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე გაიმართოს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი არ გამორიცხავს, რომ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვდრა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე გაიმართოს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვში აშშ-ის ახალი პრეზიდენტისგან კონკრეტულს არაფერს ელოდებიან და გამომდინარეობენ იქიდან, რომ მან მოლაპარაკებების გამართვის მზადყოფნა გამოთქვა.

"არ ვიცი, იქნება თუ არა პრეზიდენტსა და ტრამპს შორის კონტაქტები ინაუგურაციამდე. ჩემთვის ეს უცნობია, თუმცა, რა თქმა უნდა, ამის გამორიცხვა არ შეიძლება",  -განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, რუსეთი აშშ-სთან კეთილ ურთიერთობებს ეძებს და იმედოვნებს, რომ  კონფლიქტები დიალოგის გზით გადაწყდება. ამავე დროს, რუსეთი აცნობიერებს, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობებში კვლავ არსებობს დაძაბულობა და წინააღმდეგობები.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.