ვიზალიბერალიზაციის გაჭიანურებამ შესაძლოა, ჩვენდამი ნდობას პრობლემა შეუქმნას

ვიზალიბერალიზაციის გაჭიანურებამ შესაძლოა, ჩვენდამი ნდობას პრობლემა შეუქმნას

მე გადაწყვეტილი მაქვს, მხარი დავუჭირო საქართველოს და უკრაინას, რომლებმაც შეასრულეს ყველა მოთხოვნა და აბსოლუტურად იმსახურებენ ნდობას, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუბომირ ზაორალეკმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ლურომის ზაორაკელმა განაცხადა, მზად არის, რომ საქართველოსა და უკრაინას მხარი დაუჭიროს.

„ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით.  ვწუხვარ, რომ მოლაპარაკებების გაჭიანურებამ ეს საკითხი გაართულა. ამან ჩვენდამი ნდობას შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას. საქართველოსთვის ამ პროცესის დაჩქარება მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ლუბომირ ზაორალეკმა.

ამასთან, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვერ დააკონკრეტა ვადა, თუ როდის დასრულდება ვიზალიბერალზიაციის პროცესი.