ორი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატთა ვინაობა შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი

ორი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატთა ვინაობა შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ შესაძლოა, სპორტისა და ახალგაზრდობის და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომეტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატთა ვინაობა დღეს დაასახელოს.

"ამ თემაზე მსჯელობა თითქმის დასრულდა. ამ თემაზე განცხადების გააკეთების თაობაზე უფლებამოსილება აქვს პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატს. ყბადაღებყლი თემაა უკვე, რომ მანანა კობახიძე ნაწყენია. არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს. როცა შეთანხმებული კანდიდატი დასახელდება, მას რასაკვირველია გუნდიდან ყველა დაუჭერს მხარს", - განაცხადა გია ვოლკიმ ჟურნალისტებთან.

სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტში მიხეილ ყაველაშვილის, ხოლო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სოფო კილაძის კანდიდატურები განიხილება.