საქართველოსთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ და ვცდილობთ, ჩვენი ურთიერთობა ვიზალიბერალიზაციით კიდევ უფრო გავაძლიეროთ

საქართველოსთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ და ვცდილობთ, ჩვენი ურთიერთობა ვიზალიბერალიზაციით კიდევ უფრო გავაძლიეროთ

ჩვენ საქართველოსთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ და ვცდილობთ, ჩვენი ურთიერთობა ვიზალიბერალიზაციით კიდევ უფრო გავაძლიეროთ, - ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე რეიდერსმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით,  ბელგია ცდილობს პარტნიორობის გაძლიერებას არა მხოლოდ აღმოსავლეთით არამედ სამხრეთითაც.

„მნიშვნელოვანია პარტნიორების გაძლიერება, თუმცა ეს ასევე დამოკიდებულია თითოეულ პარტნიორ ქვეყანაზე. ჩვენ უნდა ვადევნოთ თვალი ამ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს. თქვენ ნახეთ მოლდოვის არჩევნების შედეგები. ჩვენ ვნახავთ, თუ შესაძლებელია ახალ პრეზიდენტთან მუშაობა, შეტრიალდება ის უფრო რუსეთისკენ, თუ ევროკავშირისკენ. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პარტნიორობა, თუმცა ევროკავშირის წევრებსა და პარტნიორ ქვეყნებში შექმნილი ვითარების გათვალსიწინებით. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ მასთან ძალიან კარგად ვთანამშროლობთ და ვცდილობთ, ჩვენი ურთიერთობა ვიზალიბერალიზაციით კიდევ უფრო გავაძლიეროთ”, - განაცხადა დიდიე რეიდერსმა.