იმედი მაქვს, საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება მიღებული

იმედი მაქვს, საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება მიღებული

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი იმედოვნებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული.

ფედერიკა მოგერინმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ვიზალიბერალიზაციის ვადებს შეეხებოდა, ასეთი პასუხი გასცა -  "ძალიან მალე".

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საკითხსაც განიხილავენ.

სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმაც, რომელმაც აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციაზე პოზიტიურ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში ელოდება.