ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც სომხეთთან ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფება შეიქმნება

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც სომხეთთან ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფება შეიქმნება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც სომხეთთან ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა, - იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„მიღებულ იქნას რუსეთის ფედერაციის მთავრობის წინადადება რუსეთის ფედერაციისა და სომხეთს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ“, - ნათქვამია დოკუმენტში.
განკარგულების ტექსტის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ევალება მოლაპარაკებების ჩატარება სომხურ მხარესთან და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის სახელით ხელი მოეწეროს აღნიშნულ შეთანხმებას.