თემურ ჭკუასელი - პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კვლავ ლერი ხაბელოვი იქნება

თემურ ჭკუასელი - პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კვლავ ლერი ხაბელოვი იქნება

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კვლავ ლერი ხაბელოვი იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თემურ ჭკუასელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჭკუასელი მიიჩნევს, რომ ხაბელოვი ძალიან კარგი თავმჯდომარე იქნება.

დეპუტატის ინფორმაციით, ხაბელოვის თავმჯდომარეობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

რაც შეეხება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, თემურ ჭკუასელის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომაზე მანანა კობახიძემ თავისი პოზიცია კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარის თქმის შესახებ დაასაბუთა და განაცხადა, რომ გზა ახალგაზრდებს უნდა დაეთმოს. 

ჭკუასელის განმარტებით, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარედ სოფო კილაძის კანდიდატურა განიხილებოდა.

„მანანა კობახიძემ პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომაზე განაცხადა, რომ მთელი ცხოვრება ადამიანის უფლებების დაცვას მიუძღვნა და ამ საქმიანობის გასაგრძელებლად კომიტეტის თავმჯდომარეობა აუცილებელი არ არის. გზა ახალგაზრდებს დავუთმოთო“, - განაცხადა თემურ ჭკუასელმა.