ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთი მზად არის განავითაროს ურთიერთობები აშშ-სთან მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთი მზად არის განავითაროს ურთიერთობები აშშ-სთან მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს

ჩინეთი მზად არის განავითაროს ურთიერთობები აშშ-სთან ახალი ათვლის წერტილიდან მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს, - აღნიშნული განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ გააკეთა. ამის შესახებ ჩინური გამოცემა „სინჰუა“ იუწყება. 
კითხვაზე, აქვს თუ არა კონტაქტი ჩინეთს ტრამპის გუნდთან, ვანგ იმ აღნიშნა, რომ ჩინეთს გააჩნია მჭიდრო კონტაქტები ამერიკულ მხარესთან სხვადასხვა დონეებზე და ჩინეთ-აშშ-ის შორის ურთიერთობის მუდმივი განვითარება და გაღრმავება წარმოადგენს კონსენსუსს აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიასა და დემოკრატიულ პარტიას შორის. 
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჩინეთს სურს გააგრძელოს თანამშრომლობა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციასთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას ორმხრივი ურთიერთობების განვითარება აშშ-ის შემდეგ ადმინისტრაციასთან.