დონალდ ტრამპი - ჩემი ხელფასი შეადგენს 1 აშშ დოლარს

დონალდ ტრამპი - ჩემი ხელფასი შეადგენს 1 აშშ დოლარს

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ უარს იტყვის ხელფასზე. ტელეარხი CBS-ის გადაცემაში „60 წუთი“ ტრამპს ჰკითხეს, მიიღებს თუ არა ხელფასს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას. 
„ჩემი პასუხია - არა. ვფიქრობ, კანონის შესაბამისად უნდა მივიღო, როგორც მინიმუმ, 1 აშშ დოლარი, ასე რომ, ჩემი ხელფასი შეადგენს 1 აშშ დოლარს“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის ხელფასი შეადგენს 400,000 აშშ დოლარს წელიწადში. ასევე პრეზიდენტისთვის ხელმისაწვდომია წელიწადში 50,000 აშშ დოლარი პირად ხარჯებზე, მგზავრობების ფონდი 100,000 აშშ დოლარის ოდენობით და 19,000 აშშ დოლარი გართობებზე.