სოციალისტური პარტიის ლიდერმა იგორ დოდონმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შესახებ განაცხადა, - იუწყება „რია ნოვოსტი“.
მეორე ტურში ბრძოლა გაიმართა იგორ დოდონსა და მემარჯვენე ოპოზიციის ერთიან კანდიდატს, პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ ლიდერს მაიეი სანდუს შორის. მოლდოვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 99,09% პროტოკოლების დათვლის შემდეგ იგორ დოდონი ლიდერობს 53,12%-ით, ხოლო მისმა ოპონენტმა ხმების 46,88% მიიღო.
„დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ ამ არჩევნებზე. კიდევ გრძელდება ხმების მიცემა ოკეანის მიღმა, მაგრამ ამ მომენტისთვის ჩვენ უკვე მივიღეთ 50%+1 ხმა. ჩვენ გავიმარჯვეთ“, - აღნიშნა იგორ დოდონმა ბრიფინგზე.