ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) და მის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელების თაობაზე კონსულტაციებში ჩართვის მიზნით დიალოგ

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) და მის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელების თაობაზე კონსულტაციებში ჩართვის მიზნით დიალოგ

14 ნოემბერს 13:00 სთ-ზე, სოფელ წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) და მის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელების თაობაზე კონსულტაციებში ჩართვის მიზნით დიალოგი გაიმართება, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე - საჯარო და კერძო სექტორს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
 
ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ევროპასთან ასოცირების შეთანხმების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელი იოლანტა ტაჩინსკა გახსნიან.
 
ღონისძიების მოდერატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე იქნება, რომელიც DCFTA-ს ჭრილში სამინისტროს საქმიანობის შესახებ პრეზენტაციასაც გააკეთებს.
შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
 
საკონტაქტო პირი - ნანა ჩინჩილაკაშვილი 599502619