უკანასკნელი მონაცემების თანახმად, პაკისტანის სუფისტურ მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 52 -ს მიაღწია. პროვინცია ბელუჯისტანში მომხდარი აფეთქების შედეგად 100 ადამიანი მძიმედ დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, აფეთქების ხმა მაშინ გაისმა, როდესაც მეჩეთში შეკრებილები რიტუალურ ცეკვას ასრულებდნენ. ტერაქტის მომენტისთვის სამლოცველოში რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფებოდა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ თავზე აიღო.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა თავდასხმა დაგმო და საგანგებო სიტუაციების მართვის სასახურს დაზარალებულთათვის დახმარების უსწრაფესად აღმოჩენა სთხოვა.