ბერტოლუჩის „Io e te“,-კანის კინოფესტივალის მარგალიტია

ბერტოლუჩის „Io e te“,-კანის კინოფესტივალის მარგალიტია

კანის 65-ე კინოფესტივალის, ერთ-ერთი, მთავარი იმპულსი ლეგენდარული იტალიელი კინორეჟისორის, ბერნარდო ბერტოლუჩის  ახალი ფილმი გახდა.

ბევრი ელოდებოდა, რომ მას საკონკურსო პროგრამაში იხილავდა, თუმცა ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარის, ნანი მორეტის გადაწყვეტილებით, კინოს ისეთი მეტრისთვის, როგორიც ბერნარდო ბერტოლუჩია, კონკურსში ასეთი რანგით მონაწილეობა არასწორია. ამიტომაც,  ფილმის „შენ და მე“- ს მსოფლიო პრემიერა, კანის კინოფესტივალზე, არასაკონკურსო პროგრამაში გაიმართება.

გასულ წელს ეს ფილმი დაანონსებული იყო, როგორც ბერტოლუჩის პირველი 3D ფილმი, თუმცა რეჟისორმა ეს ჭორები უარჰყო და 3D ტექნოლოგიების მოდურ ფორმას,- „ვულგალური“ უწოდა. 

ფილმი მოგვითხრობს 14 წლის ლორენცოზე, რომელიც მშობლებს მოატყუებს, რომ სამთო კურორტზეა, სინამდვილეში კი, დროის მარტო გატარება უნდა და  იმალება. ლორენცო სრულად მოულოდნელად ნარკოტიკებზე დამოკიდებულ, თავის ნახევარდას ოლივიას ხვდება. ლორენცო ძალიან უახლოვდება მას.

ფილმში მთავარ როლებს ასეულებენ,-იტალიელი დებიუტანტი მსახიობი ჯაკობო ოლმო ანტინორი  და რეჟისორ ევა გრინის მუზა, ტეა ფალკო, ბრწყინვალე ქერათმიანი ქალბატონი, არაჩვეულებრივი სილამაზითა და ქარიზმით.

ფილმი დაფუძნებულია ნიკოლო ამანტის წიგნზე. სცენარის დამუშავებაში მონაწილეობა თავად ბერტოლუჩიმ მიიღო, მესამე სცენარისტი კი,   უმბერტო კონტრაელოა.

„შენ და მე“, - უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ბერტოლუჩის ბოლო ფილმია. აღსანიშნავია ისიც, რომ „შენ და მე“ (Io e te) მაესტროს, პირველი ფილმია, მთელი 30 წლის განმავლობაში, რომელიც მან იტალიურ ენაზე გადაიღო.

გასულ წელს,  რეჟისორმა კანის კინოფესტივალის საპატიო პრემია,- ოქროს პალმის რტო მიიღო, რომელიც 71 წლის რეჟისორს ფესტივალის დირექტორმა ჟილ ჟაკობმა პირადად გადასცა.

კანის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 16 მაისს გაიხსნება  და 27 მაისამდე გასტანს.