ტერორისტული თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგ პარიზის საკონცერტო დარბაზი „ბატაკლანი“ გაიხსნა. კონცერტზე მისულ ადამიანებს ბრიტანელმა მომღერალმა სტინგმა უმასპინძლა.
კონცერტი თავდასხმის დროს დაღუპული 90 ადამიანის ხსოვნისადმის პატივის მისაგებად წუთიერი დუმილით დაიწყო.
სცენზე გამოსვლისას სტინგმა განაცხადა, რომ დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგება სურს. „ჩვენ მათ არ დავივიწყებთ“, - თქვა მომღერალმა ფრანგულად. სტინგის განცხადებით, კონცერტი საქველმოქმედოა და თანხა მთლიანად ფონდებს Life For Paris-სა და 13 Novembre: Fraternite Verite-ის გადაერიცხება.
ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში მისულ ადამიანებს ყვავილები და სანთლები მიჰქონდათ. შეკრებილთა შორის დაღუპულების მეგობრები, ახლობლები და ოჯახის წევრებიც იყვნენ. 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში ტერაქტების სერია განხორციელდა, რომელსაც 130 ადამიანის სიცოცხლე ემსახვერპლა.