ასიათასი მოწამის ლოცვით ღმერთმა განამტკიცოს და დაამშვიდოს საქართველო, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დღეს, მეტეხის ხიდზე პარაკლისი შესრულდება. პატრიარქმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზეც იქადაგა.
”დღეს განსაკუთრებული დღეა. დღეს არის 100 000 ქართველი მოწამის ხსენების დღე, რომელთა ცხოვრება და მოღვაწეობა განსაკუთრებული იყო. იცით, ჯალალ ედ დინის დროს ეწამნენ ისინი. დღეს პარაკლისი შესრულდება მეტეხის ხიდზე მოწამეების სახელზე. მათი ლოცვით ღმერთმა განამტკიცოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო”, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქმა, ილია მეორემ.
ქადაგების დასრულების შემდეგ უწმინდესმა რამდენიმე გვარი დალოცა. ასევე 12 ნოემბერს სამების საკათედრო ტაძარში ჯვარდაწერილი წყვილიც დალოცა.