პატრიარქი დღეს მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს

პატრიარქი დღეს მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს პარაკლისს აღავლენს. პარაკლისი 100 ათასი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე აღევლინება. პარაკლისს პატრიარქი 17:00 საათზე დაიწყებს. 
წმინდა 100 ათასი ქართველი მოწამე, ჯალ-ალ-ედინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის მე-13 საუკუნეში აღესრულა. მეტხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.