გიორგი კვირიკაშვილი კახეთში ახლად აშენებული სასტუმრო კომპლექსის გახსნას დაესწრება

გიორგი კვირიკაშვილი კახეთში ახლად აშენებული სასტუმრო კომპლექსის გახსნას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 13 ნოემბერს კახეთს ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი სოფელ ბაკურციხეში დავით სარაჯიშვილის რესტავრირებულ სახლ–მუზეუმს დაათვალიერებს და დაესწრება ახლად აშენებული სასტუმრო კომპლექსის გახსნის ცერემონიას, რომელიც 14:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტარციის ინფორმაციით, გურჯაანის სოფელ ბაკურციხეში ცნობილი მეცენატის, დავით სარაჯიშვილის სახლ–მუზეუმის კომპლექსს, საცხოვრებელ სახლს, საცავ–მაცივარს ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები.

სამუშაოები  შეასრულა შპს „კომპანია ბლექ სი გრუპმა", ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ.

სახლ-მუზეუმის კომპლექსში დასაქმდა 150-მდე ადამიანი, უმეტესობა  ადგილობრივი მცხოვრებია.

პროექტის ღირებულება 700 000 ლარს შეადგენს.