საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი, ილია II დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. 

"თქვენო აღმატებულებავ,

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას. ჩვენს რთულ დროს ეს ფრიად საპატიო, მაგრამ მძიმე ტვირთი უფლის განგებით დღეს თქვენ დაგეკისრათ. ინებოს ღმერთმა, თქვენი მსახურება იყოს მშვიდობისა და კეთილდღეობის განმამტკიცებელი, სამართლიანობის აღმდგენი და შემდგომი წარმატებების მომტანი როგორც თქვენი ქვეყნის, ისე მსოფლიოსათვის, მათ შორის საქართველოსთვის. ღმერთმა დაგლოცოთ, პატივისცემით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II", - აღნიშნულია უწმინდესის წერილში.

8 ნოემბერს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა, დონალდ ტრამპმა "დემოკრატი" ჰილარი კინტონი დაამარცხა.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს იგეგმება.