რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა ტერორისტული დაჯგუფების 10 წევრი დააკავეს. მათი ინფორმაციით, დაკავებულები ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან არიან და მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ტერაქტებს გეგმავდნენ.
ტერორისტული დაჯგუფების წევრების დაკავებისას ამოღებულია დიდი სიმძლავრის 4 თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვია-წამალი და კავშირგაბმულობის საშუალებები.
”ტერორისტული აქტების ჩატარებას დაკავებულები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სამოქალაქო პირების გასანადგურებლად გეგმავდნენ”, - აღნიშნავენ უწყებაში.