ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზაზე მომხდარი აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო. როგორც თალიბები ამტკიცებენ, აფეთქება სამხედრო ობიექტზე თვითმკვლელმა „ბოევიკმა“ განახორციელა.
„თალიბანის“ ინფორმაციით, აღნიშნული თავდასხმის დაგეგმვა 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ექსტრემისტები ამტკიცებენ, რომ აფეთქების შედეგად ბაგრამის ავიაბაზაზე 23 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და 44 დაშავდა.
ნატო-ს ოფიციალური ცნობით კი, დღეს დილით, ამერიკულ ბაზა ბაგრამზე მომხდარი აფეთქების შედეგად 4 სამხედრო დაიღუპა და სხეულის დაზიანებები მიიღო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის კოალიციური ძალების 14-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აფეთქების შედეგად საქართველოს შეიარაღებული ძალების არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა.