ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეფასებას გეგმავენ

ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეფასებას გეგმავენ

დღეს ოპოზიციური პარტიები, 15 კვალიფიციური სუბიექტი არჩევნების შემდეგ პირველად შევიკრიბეთ, - ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კეკენაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მისი თქმით, მთავარი განსახილველი საკითხი იყო თუ რა შემადგენლობით აპირებენ ოპოზიციური პარტიები მუშაობას საარჩევნო სისტემის შეცვლაზე.

„შევთანხმდით იმაზე, რომ ვგეგმავთ ერთობლივად შევაფასოთ საპარლამენტო არჩევნების შედეგები”, - განაცხადა თამარ კეკენაძემ.