დავიცვათ ეტიკეტი და სამთავრობო ცვლილებებზე პირველი სიტყვა დავუთმოთ პრემიერს

დავიცვათ ეტიკეტი და სამთავრობო ცვლილებებზე პირველი სიტყვა დავუთმოთ პრემიერს

სამთავრობო ცვლილებებზე  კონსულტაციები იყო, მაგრამ დავიცვათ ეტიკეტი და პირველი სიტყვა დავუთმოთ პრემიერს, - ასეთი კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სეერგეენკომ კითხვაზე, იქნება თუ არა მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობაში.

დავით სერგეენკოს თქმით, თანამდებობის გადანაწილებაზე სავარუდოდ, პოლიტსაბჭოს ფორმატში კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა  თავად ამ პროცესში ჩართული არ არის.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრას, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შეხვედარზე კანდიდატების შერჩევაზე საუბარი არ ყოფილა და მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.