„ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა დასრულდა

„ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა დასრულდა

„ქართული ოცნების“ ოფისში სამუშაო შეხვედრა დასრულდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა, შეხვედრაზე ორგანიზაციული საკითხები განიხილეს.

კახიანის მტკიცებით, დღევანდელ შეხვედრაზე საკადრო საკითხებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ბიუჯეტის პარამეტრებზე იმსჯელეს.

სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა.