დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე ერთი ადამიანი დაიჭრა

დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე ერთი ადამიანი დაიჭრა

აშშ-ში დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციები გრძელდება. ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში, აქციის დროს აქტივისტი დაიჭრა. შემთხვევა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ქალაქის ერთ-ერთ ხიდზე მოხდა. პოლიცია შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებს.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ათასობით ადამიანი შეიკრიბა მაიამიში, ატლანაში, ფილადელფიაში, ნიუ იორკში, ვაშინგტონში, საფ ფრანცისკოში, პორტლანდსა და სხვა ქალაქებში.

ისინი აპროტესტებენ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას და მის წინასაარჩევნო რიტორიკას მიგრანტებთან, მუსლიმებთან და ქალებთან მიმართებაში.

ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენში აქციის მონაწილეებმა გზები გადაკეტეს და პოლიციელებს ქვები დაუშინეს. ლოს ანჯელესში ასობით ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა შეძახილებით: „ჩვენ უარს ვამბობთ არჩეულ პრეზიდენტზე“.

ნიუ იორკში დემონსტრენტები კვლავ შეიკრიბნენ „ტრამპ თაუერთან“.

Reuters-ის ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიციამ საპროტესტო აქციების 200-ზე მეტი მონაწილე დააკავა.