"ქართული ოცნების" სათაო იფისში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

პარტია "ქართული ოცნების" სათაო იფისში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრება.

2030-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავრობის დაკომპლექტებისა და ახალი პარლამენტის პირველი სხდომასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ.

ამასთან, შეხვედრაზე სპორტისა და ადამიანის უფლებათ დაცვის საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურებზე იქნება მსჯელობა.

წინასწარი ინფორმაციით, ოფიციალური განცხადების გაკეთება არ იგეგმება, თუმცა შესაძლოა, შეხვედრის მონაწილეებმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთონ.