თურქეთში გაერო-ს ტრიბუნალის წევრი მოსამართლე დააკავეს. აიდინ სეფა აკაის ბრალად 15 ივლისის გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა დასდეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ყოფილი იუგოსლავიისა და რაუნდის ტრიბუნალის წევრი ტეოდორ მერონი ავრცელებს.
მისი თქმით, ანკარამ მოსამართლე მათთან შეთანხმების გარეშე დააკავა, რაც საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.
″აიდინ სეფა აკაის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია და მასთან შეხვედრა მოვითხოვეთ, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ანკარისგან არანაირი ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია, რის გამოც ძალიან ვწუხვარ. ჩვენ ყველამ ვიცით თურქეთში რამდენი ადამიანი დააკავეს. ამიტომ, ბუნებრივია ჩემი კოლეგების გამო ვღელავ″ - განაცხადა მან.
მერონის თქმით, ანკარის ეს საქციელი იმას ნიშნავს, რომ თურქეთი გაერო-ს მიმართ თავის ვალდებულებებს არ ასრულებს.
″ეს ძალიან სერიოზული საკითხია. იმიტომ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიაში პირველად რომელიმე ქვეყანამ გაეროს მოქმედი მოსამართლე დააკავა″ - აღნიშნა მერონმა.
მერონი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაეროს ინსტიტუტების ფუნქციონირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და თურქეთს აიდინ სეფა აკაი სასწრაფოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
წყარო: http://www.bbc.com/turkce/37933223?ocid=socialflow_twitter