უნდა ვასწავლოთ არჩეულ პრეზიდენტს, რა არის ევროპა და როგორ მუშაობს ის

უნდა ვასწავლოთ არჩეულ პრეზიდენტს, რა არის ევროპა და როგორ მუშაობს ის

ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა საფრთხეს უქმნის აშშ-ევროკავშირის ურთიერთობას.

„ტრამპის არჩევა წარმოადგენს საფრთხეს კონტინენტთაშორისი ურთიერთობებისთვის“, - განაცხადა მან.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, სტუდენტებთან შეხვედრაზე იუნკერმა უჩვეულოდ ხისტი განცხადებები გააკეთა.

„უნდა ვასწავლოთ არჩეულ პრეზიდენტს, რა არის ევროპა და როგორ მუშაობს ის“, - აღნიშნა იუნკერმა.

მისი მოსაზრბით, დონალდ ტრამპის განცხადებებს უსაფრთხოების სფეროზე შესაძლოა, დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს.