დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს

დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში რუსეთის ლიდერთან სატელეფონო საუბარს გეგმავს, - ამის შესახებ ტრამპმა გამოცემა Wall Street Journal-ვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მან პუტინისგან „შესანიშნავი“ წერილი მიიღო.

ვლადიმერ პუტინმა ტრამპს მისალოცი წერილი 9 ნოემბერს გაუგზავნა, რა დროსაც იმედი გამოთქვა, რომ მხარეები ერთობლივად იმუშავებენ რუსულ-ამერიკული ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანის მიზნით.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, საარჩევნი კამპანიის დროს დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობას გააუმჯობესებს.