ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე აფეთქების შედეგად ქართველი სამხედროები არ დაშავებულან

ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე აფეთქების შედეგად ქართველი სამხედროები არ დაშავებულან

ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე აფეთქების შედეგად საქართველოს შეიარაღებული ძალების არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა, - ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, დღეს, დილით ავღანეთში ამერიკულ ბაზა ბაგრამზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 და სხეულის დაზიანებები მიიღო მტკიცე მხარდაჭერის მისიის კოალიციური ძალების 14-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ.

„დღეს, დილით ავღანეთში ამერიკულ ბაზა ბაგრამზე აფეთქება მოხდა. ე.წ. ავღანური ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ავღანურ ხელნაკეთ ნივთებს და სხვადასხვა საქონელს ყიდის. ასაფეთქებელი მოწყობილობა დილის 5 საათზე ამოქმედდა. დაიღუპა 4 და სხეულის დაზიანებები მიიღო მტკიცე მხარდაჭერის მისიის კოალიციური ძალების 14-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არ არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბაზა ბაგრამზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული.