ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი სამხედრო დაიღუპა

ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი სამხედრო დაიღუპა

ავღანეთში, ამერიკულ ბაზა ბაგრამზე მომხდარი აფეთქების შედეგად 4 სამხედრო დაიღუპა და სხეულის დაზიანებები მიიღო მტკიცე მხარდაჭერის მისიის კოალიციური ძალების 14-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ.

დღეს, დილით ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე აფეთქება მოხდა. ე.წ. ავღანური ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ავღანურ ხელნაკეთ ნივთებს და სხვადასხვა საქონელს ყიდის, ასაფეთქებელი მოწყობილობა დილის 5 საათზე ამოქმედდა. 
ბაგრამის ბაზაზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული.