თურქეთში 370-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას საქმიანობა შეუჩერდა

თურქეთში 370-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას საქმიანობა შეუჩერდა

თურქეთის ხელისუფლებამ 370 არასამთავრობო ორგანიზაციას ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის ბრალდებით, საქმიანობა შეუწყვიტა. ამის შესახებ ქვეყნის შსს იუწყება. 
„საგანგებო სიტუაციების შესახებ კანონის საფუძველზე, საზოგადოებრივი ინტერესებიდან, მართლწესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეებიდან გამომდინარე, შეჩერებულია ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებული 153 საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობა, ქურთისტანის მუშათა პარტიასთან თანამშრომლობის გამო საქმიანობა შეუჩერდა 190 ორგანიზაციას, 19 ორგანიზაციას, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ სახალხო-განმათავისუფლებელ რევოლუციურ პარტიასთან და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ 8 ორგანიზაციას. მთლიანობაში 370 ორგანიზაციის საქმიანობა შეჩერებულია“, - ნათქვამია თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
თურქეთში, 16 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.