დონალდ ტრამპი, ახალ მთავრობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას აპირებს

დონალდ ტრამპი, ახალ მთავრობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას აპირებს

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, ქვეყნის ახალ მთავრობასთან დაკავშირებით, „ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების“ მიღებას აპირებს.

„ნიუ-იორკში დაგეგმილია დატვირთული დღე. მალე დავიწყებ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებმაც ჩვენი მთავრობა უნდა მართონ“, - წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში.

არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება.