გუბაზ სანიკიძე დავით უსუფაშვილთან და ნინო ბურჯანაძესთან კონსულტაციებს ადასტურებს

გუბაზ სანიკიძე დავით უსუფაშვილთან და ნინო ბურჯანაძესთან კონსულტაციებს ადასტურებს

დავით უსუფაშვილთან კონსულტაციების გამართვა „ეროვნული ფორუმის“ ყოფილმა წევრმა, გუბაზ სანიკიძემ, „მოამბის“ პირდაპირ ეთერში დაადასტურა.

მისი თქმით, უსუფაშვილის გარდა, მოლაპარაკებები გამართა ნინო ბურჯანაძესთან და ასევე სხვა პოლიტიკოსებთანაც, რომელთა ვინაობასაც არ ასახელებს.

„არ ვაპირებ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს, მე ვაპირებ პერსონებთან ურთიერთობას, რომლებთანაც ხანგრძლივი მეგობრობა მაკავშირებს. არ ვაპირებ პარტიების დაშლას ან გაერთიანებას" - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „მოამბის" პირდაპირ ეთერში.