თბილისში კიდევ ერთი ნიუტონის სკოლა გაიხსნება

თბილისში კიდევ ერთი ნიუტონის სკოლა გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ შპს „განათლების განვითარების ჯგუფს“ 500 000 ლარად საკუთრებაში გადასცა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N30-ში მდებარე უძრავი ქონება.

აღნიშნულ უძრავ ქონებაზე განთავსდება 1400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა, მინიმუმ 1 ერთეული ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი 100 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნებით. ასევე,  სულ მცირე 600 კვ.მ ფართის მქონე დახურული ტიპის სპორტული დარბაზი, ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი და  არანაკლებ 300 კვ.მ ფართის მქონე საცურაო აუზი. ინვესტორი იღებს ვალდებულებას განახორციელოს სულ მცირე 6 000 000 ლარის ინვესტიცია.

შპს „განათლების განვითარების ჯგუფის“ მიზას წარმოადგენს თანამედროვე განათლების ინოვაციური მიდგომების გამოყენებით მომავალი თაობების გაზრდა და მათთვის კრეატიული აზროვნებისა და ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. აღნიშნული კომპანია ფლობს “ნიუტონის თავისუფალ სკოლას”, რომელმაც არსებობის მცირეწლოვანი ისტორიის მიუხედავად, შეძლო  და თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა წარმატებულმა სასწავლო დაწესებულებამ. მისი  მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებში.