თურქეთში დაკარგულ საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით მოკვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს

თურქეთში დაკარგულ საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით მოკვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს

თურქეთში საქართველოს მოქალაქის დაკარგვასთან დაკავშირებით მოკვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„ჩვენი საკონსულო თურქეთში თანამშრომლობს თურქეთის შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან. ჩვენ მათ ოფიციალურად მივმართეთ, რომ დაეწყო მოკვლევა საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც დაკარგულად ითვლება. ცოტა ხნის წინ კვლავ იყო კომუნიკაცია თურქეთის შესაბამის სტრუქტურებთან და როგორც ისინი აცხადებენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს მოკვლევა და მოკვლევის შედეგების თაობაზე როგორც კი ინფორმაცია ექნებათ, აუცილებლად შეატყობინებენ საკონსულოს და შესაბამისად, ჩვენ - ოჯახს“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე, 40 წლის მამაკაცი ასპინძის რაიონის სოფელ ტოლოშიდან გემელი ნებაძე თურქეთში სამუშაოდ მიმდინარე წლის აგვისტოში წავიდა და უკვე სამი თვეა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია.