დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ გამართული აქცია არეულობაში გადაიზარდა

დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ გამართული აქცია არეულობაში გადაიზარდა

აშშ-ის ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში, დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ გამართული აქცია არეულობაში გადაიზარდა. 

როგორც „ბიბისი“ იტყობინება, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს, საპასუხოდ სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები გამოიყენეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა მაღაზიების მინები ჩაამსხვრიეს. 

დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციები აშშ-ის მასშტაბით მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შესახებ გახდა ცნობილი. აქციების მონაწილეები აცხადებენ, რომ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა ქვეყნის რასობრივი და გენდერული ნიშნით განხეთქილებას გამოიწვევს. 

საპროტესტო აქციები გაიმართა მინეაპოლისში, ფილადელფიაში, ბალტიმორში, სან ფრანცისკოში და სხვა ქალაქებში. აქტივისტების მცირე რაოდენობა შეიკრიბა ჩიკაგოსა და ნიუ იორკში, „ტრამპ თაუერ“-ის შენობასთან. 

საპროტესტო აქციებს თავად ტრამპიც გამოეხმაურა. როგორც ის „ტვიტერის” მიკრობლოგში წერს, პროტესტი „ძალიან უსამართლო“ იყო.