უმჯობესია, პარლამენტის თავმჯდომარეობა ცხოვრებაში ერთხელ გამოსცადოს ადამიანმა

უმჯობესია, პარლამენტის თავმჯდომარეობა ცხოვრებაში ერთხელ გამოსცადოს ადამიანმა

დღევანდელი დღე ცხოვრებაში არის რაღაცა ეტაპის დასასრული და იწყება ახალი, უკეთესი ეტაპი, - ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან დამშვიდობების შემდეგ განუცხადა.

კითხვაზე, წყდება თუ არა გული, უსუფაშვილი აცხადებს, რომ გული სიხარულით აქვთ სავსე, რადგან ცხოვრების ახალი ეტაპს იწყებს.

„უმჯობესია, პარლამენტის თავმჯდომარეობა ცხოვრებაში ერთხელ გამოსცადოს ადამიანმა. ბევრი სხვა საქმეა საკეთებელი ამ ქვეყანაში, მათ შორის ამ კედლებში. პოლიტიკაში დარჩენა ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკოსი მზად უნდა იყოს, შესაძლოა, ხალხმა შემთხვევით პარლამენტშიც კი აირჩიოს ოდესმე“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

2030-ის კითხვაზე, რას აპირებს მომავალში, საქართველოს პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მომავალზე სასაუბროდ მომდევნო  კვირას ჟურნალისტებთან გაფართოებულ შეხვედრას გამართავს.

„შეხვედრაზე ვისაუბრებ დაწვრილებით მომავალი გეგმების შესახებ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.