ამერიკული მუსიკალური მას-მედიის ინფორმაციით, ცნობილ მომღერალ სტივ უანდერს გამოცემა “Billboard”-ის საპატიო ჯილდო გადაეცემა.
ჟურნალის თანამშრომლებმა უანდერი მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვეს.
მიმდინარე წლის 20 მაისს ქალაქ ლოს-ანჯელესში “Billboard Music Awards”-ის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება და მუსიკოსსაც ჯილდოს ამ დღეს გადასცემენ.
გასულ წელს ანალოგიური პრიზი ცნობილმა მომღერალმა ნილ დაიმონდმა მიიღო.