კრის მარტინს სმენის პრობლემა აწუხებს

კრის მარტინს სმენის პრობლემა აწუხებს

რამდენიმე დღის წინ გამოცემა “The Sun”-ის ჟურნალისტი პოპულარული ბრიტანული ჯგუფი “Coldplay”-ს ლიდერს კრის მარტინს ესაუბრა. მარტინმა ერთი სენსაციური განცხადება გააკეთა.

აღმოჩნდა რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში მუსიკოსს სმენასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. მას ცუდად ესმის და სპეციალურ ყურის აპარატს იყენებს.

მარტინის აღიარებით, ადრეულ ასაკში მუსიკას მუდმივად ხმამაღლა უსმენდა. ამ მიზეზის გამო სმენა დაუქვეითდა და ნაკლი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ აღმოაჩინა.

ამჟამად “Coldplay”-ს ლიდერი მკურნალობის გაძლიერებულ კურსს გადის, საკონცერტო გამოსვლების დროს კი ყურის სპეციალურ მოწყობილობას ხმარობს.

ჯგუფი “Coldplay” 1996 წელს ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შედიან: ვოკალისტი კრის მარტინი, გიტარისტი ჯონი ბაკლენდი, ბას-გიტარისტი გაი ბერიმენი და მედოლე უილ ჩემპიონი.

პოპულარობას 2000 წელს მიაღწიეს, როდესაც ჩაწერეს სინგლი “Yellow”. ეს კომპოზიცია შევიდა ალბომში “Parachutes”.

მუსიკალური მოღვაწეობის პერიოდში ჯგუფს 50 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.