ამ ჩანაწერის სახელწოდებაა “How To Steal A Jet Fighter” და დღის სინათლეს მიმდინარე წლის აგვისტოში იხილავს.
ჯგუფის ლიდერის ლიამ ჰაულეტის მტკიცებით, ახალი ალბომი ჯგუფის ტრადიციებს აგრძელებს. მუსიკოსს იმედი აქვს, რომ ”The Prodigy”-ს თაყვანისმცემლები დისკს გულთბილად მიიღებენ.
“The Prodigy” 1990 წელს დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბდა. მუსიკალური კარიერის განმავლობაში ჯგუფს ხუთი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. ყველაზე დიდ პოპულარობას ალბომმა “The Fat of the Land” მიაღწია.ჯგუფის ბოლო ნამუშევარმა“Invaders Must Die” დღის სინათლე 2009 წელს იხილა და იმდროინდელ ბრიტანულ რეიტინგებში პირველი ადგილი დაიკავა.