ამ ნამუშევარში გროლი ხმის ჩამწერი სტუდია “Sound City”-ს ისტორიას გაგვაცნობს. ის 1969 წელს ქალაქ ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ გარეუბანში გაიხსნა. თავის დროზე ამ სტუდიასთან ნილ იანგი, ტომ პეტი, აგრეთვე ჯგუფები “Nirvana”, “Guns N'Roses”, “Fleetwood Mac” და “Cheap Trick” თანამშრომლობდნენ.
დეივ გროლი მაყურებელს ამ დაწესებულების ჩამოყალიბებიდან დღემდე გავლილ გზას გაახსენებს. დოკუმენტურ სურათში არაერთი საარქივო მასალა იქნება განთავსებული. “ახალბედა” რეჟისორი სტუდიაში მომუშავე პერსონალს ინტერვიუებს ჩამოართმევს. ამის გარდა იმ მუსიკოსებსაც გაესაუბრება რომლებსაც “Sound City”-სთან კავშირი ჰქონდათ.
ახალი ფილმის სცენარს მარკ მონრო დაწერს, დეივ დგროლი კი რეჟისორის ამპლუის გარდა, მთავარი პროდიუსერის მოვალეობასაც შეასრულებს.