ამერიკელი მსახიობი და მოდელი ევა ლონგორია კატის საკვების ბრენდის Sheba-ს სარეკლამო სახე გახდა.
სარეკლამო კამპანიის ფარგლებში გადიღეს ფოტოსესია და ვიდეოკლიპი, რომლის შესახებაც ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე უკვე განთავსდა.
სარეკლამო კამპანიის სლოგანია,-„მიჰყევი საკუთარ ვნებებს“.
ვიდეო რეკლამა ეთერში მაისის მიწურულს გავა, იქამდე ის მიუწვდომელი იქნება. ვიდეოში ნაჩვენებია ევა ლანგორია „კულისებში“, სიუჟეტის მიხედვით ქალი სამსახურიდან სახლში ბრუნდება. ის იწყებს ცეკვას, ამ დროს ჩანს, რომ მას ვიღაც უთვალთვალებს. მოგვიანებით ნათელი ხდება რომ „მოთვალთვალე“ მისი კატაა.
ევა ლონგორია 2005 წლიდან 2010 წლამდე კოსმეტიკური ფირმის ლორეალის სარეკლამო სახე იყო.
ევა ლონგორია ოქროს გლობუსის ნომინანტია. განსაკუთრებით სახელი, მან გაბრიელ სოლისის როლის შესრულებით გაითქვა, ეი ბი სი-ს სატელევიზიო სერიალში „სასოწარკვეთილი დიასახლისები“.