პროექტი „ქართული ხელოვნების საღამოები“ დასასრულს უახლოვდება, მის ფარგლებში თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ოცდაოთხი საღამო გაიმართა. პროექტის ფარგლებში, 18 მაისს, ეს დარბაზი სალომე კორკოტაშვილის სოლო კონცერტს დაეთმობა. კონცერტზე მომღერალი ახალ ბენდთან ერთად, ახალი პროგრამით წარდგება.
პროექტი „ქართული ხელოვნების საღამოები“ 27 მაის აჩიკო ნიჟარაძის სოლო კონცერტით დაიხურება.
პროექტის ოფიციალური წარმომდგენია „მაგთი“, ორგანიზატორები კი, საქართველოს კულტურის სამინისტრო და თბილისის საკონცერტო დარბაზი არიან.